„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.
სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი