საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ჩატარდა. პროექტის ექსპერტებმა მოსწავლეებს გააცნეს  სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის საკითხები.

პროექტის -  „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე.

პროექტში მონაწილეობას იღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი.