ოპერირების 16 წელი და სფეროში დანერგილი ინოვაციები - „ელემენტ ჰოლდინგი“ სამშენებლო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

საპასუხისმგებლო ტიტული კომპანიას წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს დაჯილდოებაზე GOLDEN BRAND გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორთა შეფასებით, ჰოლდინგმა, წლების განმავლობაში, სამშენებლო სერვისების სტანდარტებითა და ქართულ ბაზარზე დანერგილი სიახლეებით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორის განვითარებას.

,,დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მსგავსი აღიარება.  დიახ, „ელემენტ ჰოლდინგის” მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. აღნიშნული ჯილდო კი  ჩვენი საქმიანობის შედეგს ადასტურებს“, - აცხადებს „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაქრო ებელაშვილი.

ღონისძიება მარკეტინგული კვლევების სააგენტოს Global Idea და გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებით ჩატარდა.