წელს კომპანია „ეკოვუდი“ თავისი საქმიანობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ეს არ არის მხოლოდ თარიღი — ეს არის დიდი შრომის, განვითარების და ერთგულების ათწლიანი გზა.

ყველაფერი დაიწყო იდეით - შექმნილიყო ეკოლოგიური, ჯანსაღი და სანდო კომპანია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საცხოვრებელი სივრცე.

ჩვენი სლოგანი — „მეტი ეკოლოგია ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში“ — დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
დღეს „ეკოვუდი“ ამაყობს, რომ მისი პროდუქცია სანდოა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის.

ათი წლის განმავლობაში:

- შევქმენით ძლიერი და პროფესიონალი გუნდი,
- გავაფართოვეთ წარმოება და დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები,
- ჩამოვაყალიბეთ მტკიცე მიწოდების ჯაჭვი,
- ხელი შევუწყვეთ ხის ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.

რაც მთავარია — შევინარჩუნეთ ფასეულობები, რომლებიც თავიდანვე გვამოძრავებდა, ეს არის ხარისხი და საიმედოობა — როგორც პროდუქციის, ასევე ადამიანურ ურთიერთობებში.

კომპანიამ 2022 წელს განახორციელა ₾1 700 000 ინვესტიცია, ნატახტარში აშენდა 8000 კვ.მ ზე სასაწყობე მეურნეობა და გაიმართა საწარმოო ხაზი.

ჩვენთვის ეს საიუბილეო თარიღი მხოლოდ წარსულის შეფასება არაა, ეს ახალი მიზნების დასახვის დროა: მეტი ეკოლოგია, მეტი ინოვაცია ჩვენი საერთო მომავლისთვის.

რაც მთავარია, მადლობა ყველა ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორს! სწორედ თქვენი თანადგომა გვაძლევს ძალას კიდევ უფრო მეტი შევქმნათ.

იუბილეეკოვუდში“ – უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები !

დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება — ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია, ამიტომ გთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებას:

13, 14 და 15 ივნისს გთავაზობთ -20%-იან ფასდაკლებას სხვადასხვა ხის სახეობისგან დამზადებულ პროდუქციაზე:

- 13 ივნისი – ფიჭვის მასალა;
- 14 ივნისი – ლარიქსი;
- 15 ივნისი – ტროპიკული ხე.


გარდა ამისა, სამი დღის განმავლობაში -25%-იანი ფასდაკლება ყველა საჭირო ხის დაცვით და დასამუშავებელ საშუალებაზე:

- დამცავი ლაქები;
- ზეთები და საღებავები;
- ანტისეპტიკები;
- ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარები.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, განაახლოთ თქვენი პროექტები, მოიმარაგოთ ხარისხიანი პროდუქცია და დაზოგოთ ბიუჯეტი.

და კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: ჩვენი მე-100 მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ეკო-სკუტერს! (გაიცემა ორი ელექტრო სკუტერი)

გელოდებით ჩვენთან, იქ სადაც ხე მეორე სიცოცხლეს იწყებს!

გიორგი სრესელი - "ეკოვუდის" კორპორატიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხემძღვანელი