თბილისის ისტორიულ უბანში „იბის სტაილსი ძველი თბილისის“ გაიხსნა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „იბის სტაილსი ძველი თბილისის“ გახსნა Accor-ისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც მოიცავს 13 სასტუმროს და ასევე 10-ზე მეტ ახალ პროექტს, რომლებიც განვითარების პროცესშია.

იბის სტაილსის სასტუმროები ცნობილნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი ცოცხალი, თემატური დიზაინებით, რომლებიც იწვევს ცნობისმოყვარეობას და შემოქმედებას. „იბის სტაილს ძველი თბილისის“ გახსნა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოსადმი და ასახავს ჩვენს მუდმივ ზრდას ამ მიმზიდველ ბაზარზე. აკორის მზარდი გლობალური დისტრიბუციის ქსელის საშუალებით, ჩვენ დიდი სიხარულით ვუკავშირდებით უფრო მეტ მოგზაურს ამ უნიკალურ დანიშნულებასთან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - ამბობს ალექსის დელაროფფ, აკორის ახალი აღმოსავლეთ ევროპის ოპერაციების უფროსი დირექტორი.

იბის სტაილს  ძველი თბილისი სთავაზობს სტუმრებს კომფორტულ და გამორჩეულ განთავსებას თბილისში. ჩვენ გთავაზობთ ახალ და მომხიბვლელ სივრცეს, ძველი თბილისის ტერიტორიაზე და მოუთმენლად ველით ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს“, - ამბობს ქეთევან ლორთქიფანიძე, იბის სტაილს ძველი თბილისის გენერალური მენეჯერი.

„იბის სტაილს ძველი თბილისი“ 67 ოთახს მოიცავს, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიებად არის გადანაწილებული.