„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში „აუთლეტ ვილიჯის“ გარე ფასადის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, „ძალიან ახლოს გახსნასთან“ მისივე თქმით ეს მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპია. ცანავა გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
2 წლის წინ „კომერსანტთან“„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი საუბრობდა, რომ ვილიჯი 10 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნებოდა გაშენებული და 2000 -მდე ადამიანს დაასაქმებდა.
ცანავა ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა, მათ შორის „ლაქშარი“ ბრენდებთან,რომელთა დასახელებაც იმ პერიოდისთვის არ შეეძლო.
პროექტის თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა.
„კომერსანტი“ დეტალების გარკვევას გუგა ცანავასთან ცდილობს, როგორც პირობა მივიღეთ მალე გაგვესაუბრება. დეტალებს იმის შესახებ თუ რა ბრენდებს უნდა ველოდოთ საქართველოში და რა დახვდება „აუთლეტ ვილიჯში“ მისულ მომხმარებლებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პროექტის მშენებლობას სამშენებლო კომპანია დომუსი ახორციელებს და ერთ-ერთ მხარდამჭერი TBC ბანკია.