ქართული კომპანია Missiya, რომელიც ქართველ ინჟინრებს აერთიანებს, დრონების შემდეგ ბაზარზე უპილოტო თვითმფრინავების გამოტანისთვის ემზადება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნოდარ ხიდიშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ასეთ აპარატებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და გამოიყენება როგორც სადაზვერვო მიმართულებით, ასევე ისეთი ფუნქციით, როგორიც ტყის ხანძრების პრევენციის ან მათზე დროული რეაგირების მიზნით ტყეების მონიტორინგია.

საფრენი აპარატის პრეზენტაცია 9 სექტემბერს, ნატახტარში დაგეგმილ ავიაშოუზეა დაგეგმილი, როცა უპილოტო თვითმფრინავი ბათუმიდან აფრინდება და 3 საათში ნატახტრის აეროპორტში დაეშვება.

„დრონებისგან განსხვავებით, უპილოტო თვითმფრინავს ფრენის გაცილებით ხანგრძლივი უნარი აქვთ და ჰაერში ყოფნა 6 საათამდე პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ. დრონისთვის ეს პერიოდი 40-45 წუთია.

დაზრვერვითი ფუნქციის გარდა, ასეთ უპილოტო თვითმფრინავებს აქვთ უნარი, შეასრულონ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც ტყეების მონიტორიგნია. მოგეხსენებათ, რამდენად სერიოზული პრობლემაა საქართველოში ზაფხულობით ტყის ხანძრები. ასეთ აპარატს კი შეუძლია ხანგრძლივად აწარმოოს ტყეების საკმაოდ დიდი მასივების მონიტორინგი და კამერის საშუალებით, დააფიქსიროს საგანგაშოდ მაღალი ტემპეატურის არეალები ან ხანძრის კერები საწყის ეტაპზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რთული რელიეფის ტყეებში,“ - განმარტა ხიდიშელმა.

რაც შეეხება დრონებს, რომელთა პრეზენტაციაც Missiya-მ უკვე გამართა, ნოდარ ხიდიშელის თქმით, ბრიტანეთის პოლიციის შემდეგ, აღნიშნული პროექტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდა.

კომპანიის მიერ დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოში კი დრონების პრეზენტაცია 25 მარტს გაიმართა.

business-partner.ge