წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბულისის“ ისტორია 2008 წლიდან 2 მაღაზიით იწყება, წელს „ბიბლუსი“ საიუბილეო თარიღს 15 წელს აღნიშნავს და საქართველოს მასშტაბით 80 მაღაზიით არის წარმოდგენილი. რა გზა გაიარა „ბიბლუსმა“ და როგორ მისცა დასაბამი და ბიძგი ბიბლუსის წარმატებამ სხვა ბიზნესებს თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ „ბიბლუს ჯგუფის საოპერაციო დირექტორმა სოფო გორდაძემ ისაუბრა. მისი თქმით ორი მაღაზიით დაწყებული „ბიბლუსი“ ამ მასშტაბებს ვერ წარმოიდგენდა.
„დღეს მახსენდება ერთადერთი ბრენდი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველგან არის ხელმისაწვდომი და იქ სადაც არ არის იგეგმება მისი გახსნა.
„ბიბლუსის“ მაღაზიები გახდა პატარა თავგადასავლების ადგილი, როცა შეხვალ რაღაცას აუცილებლად იყიდი, კატეგორიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს ყოველდღიური სტუმრები, მაგალითად ძალიან კარგად არის განვითარებული კანცელარიის კატეგორია , გვაქვს ბრენდები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, ასევე გვაქვს პონტო, რომელიც ძალიან კარგად ოპერირებს ბაზარზე. გვაქვს როგორც საბავშვო კანცელარია, ასევე საოფისე კანცელარია, ასევე ძალიან საინტერესოდ ვითარდება ელექტრო ხელსაწყოების კატეგორია, ეს არის ყურსასმენები , დამტენები. ასევე გვაქვს საახალწლო ნივთები, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით დაიწყო “ბიბლუსმა“ და დღეს გვაქვს ნაძვის ხეებიც. ასევე დაგვემატა ისეთი ბიზნესები, როგორიც არის საბავშვო სათამაშოების მაღაზიები xs toys და „პეპელა“ და მათთან ინტეგრირებული მაღაზიები.“, - აღნიშნა სოფო გორდაძემ.
სოფო გორდაძის განმარტებით „ბიბლუსის“ განვითარება მოთხოვნიდან გამომდინარეობს, მისივე თქმით კონკრეტულ რეგიონებში ადამიანები ითხოვენ “ბიბლუის“ მაღაზიას და შემდეგ იხსნება.
„მაგალითად როდესაც თელავში გვქონდა „ბიბლუსის“ მაღაზია გურჯაანელები გვწერდნენ, რომ წიგნის საყიდლად თელავში უწევდათ ჩასვლა. ძალიან მზად იყო ამისთვის საზოგადოება. ფაქტია, რომ ამ ბიზნესზე მოთხოვნა არის, თუმცა ამას „ბიბლუსმა“ შეუწყო ხელი.
ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და კონკრეტულ რეგიონებს მოთხოვნის მიხედვით ყოველწლიურად წიგნებით ვეხმარებით, მართალია კონკრეტულ პროექტებს არ ვაფინანსებთ, მაგრამ მსგავსი ტიპის დახმარება გვაქვს და ამ ოჯახებს თვითონ მუნიციპალიტეტები აძლევენ უფასოდ“, - აღნიშნა სოფო გორდაძემ.
რაც შეეხება რეგიონებს სოფო გორდაძე აღნიშნავს, რომ რეგიონებში თავდაპირველად დიდი მოთხოვნა არ იყო, თუმცა როგორც კი მაღაზიები გაჩნდა მოთხოვნაც გაჩნდა.
„ჩვენ რომ სტატისტიკას ვუყურებთ, სადაც ჩანს, რომ რეგიონებში წიგნის გაყიდვები მატულობს, აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც კი ხელმისაწვდომს გახდი წიგნს, საზოგადოებას ადაპტირებისთვის რაღაც პერიოდი სჭირდება და შემდეგ ის ძალიან მარტივად ერთვება პროცესში“, - აღნიშნა სოფო გორდაძემ.