აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ლიცენზიების გაცემის წესსა ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, ისაუბრა რიგი მიმართულებებით საქართველოს საგადასახადო სივრცეში რეფორმირების აუცილებლობაზე. გარდაამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ფუნქციებსა და როლს რეგულირებადი სექტორების განვითარების პროცესში, ისაუბრა კონკურენციის აუცილებლობაზე.

სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნოენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები, მათშორის, ისაუბრა მწვანე წყალბადის საკითხებზე, ენერგიის შემნახველ მოწყობილობებსა და სხვაინოვაციურ პროექტებზე. საჯარო ლექციის დასრულებისას დავით ნარმანიამ უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მიმართულებებს.