ჩვენი ხორცპროდუქტების ფასის 45% თვითღირებულებაა და 36-37% არის მარკეტების „ქეშბექი“. ასევე არის სხვა ხარჯები, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ - ამის შესახებ „ლიდერფუდის“ დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ამ ყველაფერს ემატება კიდევ ხარჯები, ადმინისტრაცია, ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც ცენტრალიზებული გვაქვს. წმინდა მოგება დაახლოებით 5-6%-ია. მგონი აქ ნათლად ჩანს ჩვენი პრობლემა რა არის“,- განაცხადა ირაკლი დუმბაძემ.
რაც შეეხება გადახდის ფირმებზე, ირაკლი დუმბაძემ განაცხადა, რომ გადახდის ფორმა არის 30-40 დღე და ის განსხვავებულია ქსელების მიხედვით.
„იქაც არის შიგადაშიგ პრობლემები, თუმცა, არა იმხელა. დაგვიანებულ ჩარიცხვებზე მაქვს საუბარი, შეძლება რამდენიმე დღე ხდებოდეს ასეთ რამ. რაც სახელშეკრულებო ვადებით არის გათვალისწინებული, მეტ-ნაკლებად იმ ვადებში ახერხებენ, რომ გადაგვიხადონ. თუმცა ეს თანხები საკმაოდ მოცულობითი და მსხვილი გამოდის“, - ამბობს ირაკლი დუმბაძე.