ენერგია ის არის, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვჭირდება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ საკმარისი ძალა არ გვაქვს, ყველაფერი უფერულდება. თუმცა, როცა რომპეტროლი არსებობს, უენერგიობა თავს აღარ გვახსენებს და გარემო დადებითად იცვლება. 

 

“ჩვენ ვართ ენერგია სიცოცხლისთვის” - ამბობს რომპეტროლი და ამ სიტყვათა წყობაში ყველაფერს მოიაზრებს: ნაპერწკალს, რომელიც ადამიანებს ახალი იდეებისა და პროგრესისკენ ნაბიჯისთვის სჭირდებათ. მოიცავს დღევანდელ გამოწვევებსა და ხვალინდელ გადაწყვეტილებებს. გულისხმობს კავშირს ინოვაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის.

 

რომპეტროლი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბრენდისთვის ენერგია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საწვავი. ახალ კამპანიაში კი კარგად წარმოჩნდება, რომ ენერგია ჩვენი საქმიანობის ყველა დეტალშია და მას შეუძლია შეცვალოს ყოველდღიურობა.

 

დაარსების დღიდან მოყოლებული რომპეტროლის მთავარი მისია არა მხოლოდ ავტომობილების ამოძრავება, არამედ მგზავრობის გაუმჯობესებაა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, გზაზე გატარებული თითოეული მომენტი სასიამოვნო უნდა იყოს. ნებისმიერი, დიდი თუ პატარა თავგადასავალი დაუვიწყარ მომენტად უნდა გადაიქცეს, შეიქმნას წუთები, რომლებსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანები ღიმილით გაიხსენებენ.  სწორედ ამიტომ, რომპეტროლი ნიშნავს ენერგიას სიცოცხლისთვის.

 

ის არასდროს ჩერდება ერთ ადგილას და მუდამ განვითარების გზებს პოულობს. ენერგია მდგრადი ცხოვრებისთვის! - ასეთია რომპეტროლის ბრენდის ახალი დაპირება, რომელიც სრულად ასახავს კომპანიის ღირებულებებსა და ბიზნეს მიმართულებას. სიახლეები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ზუსტად ამ ხაზს მიჰყვებიან დაარსებიდან დღემდე. ამის დასტურია ბენზინგასამართი სადგურების კონცეფციის შემუშავება და მთელი ის ღირებულებები, რასაც თითოეული მათგანი ატარებს. hei &  coffee  სწორედ ასეთი გამოცდილებაა. ადგილი, სადაც შეგიძლია შეჩერდე, გემრიელი ყავა და დესერტები დააგემოვნო, ძალები აღიდგინო და გზა ორმაგი შემართებით გააგრძელო. ეს არის უკეთესი გარემოს შესაქმნელად გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ზრუნავენ მომხმარებლის კომფორტსა და კარგ განწყობაზე.

 

რომპეტროლის ახალი კამპანია ერთგვარი ბიძგია, რათა ადამიანებმა საკუთარ თავში ძალა იპოვონ, ის ნაპერწკალი აანთონ, რომელიც აუცილებელია ახალი საქმისა და განვითარებისთვის, შემატონ ცხოვრებას სიხარული და ნებისმიერი გზა ისეთივე სასიამოვნო გახადონ, როგორიც დანიშნულების ადგილი იქნება.

 

შეიარე რომპეტროლში - იპოვე შთაგონება და ენერგია სიცოცხლისთვის. დაგეგმე ახალი თავგადასავლები, აივსე ძალით და შეიქმენი ძვირფასი მომენტები. 

 

შეგახსენებთ, რომ რომპეტროლიწარმოადგენს ჯგუფ  ყაზმუნაიგაზ ინთერნეიშენალის(KazMunayGas International) მთავარ ბრენდს, რომელიც ბიზნესის ოპერირებას 2 კონტინენტის 11 ქვეყანაში ახორციელებს, რაც მას რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ და ევროპისა და აზიისდამაკავშირებელ ენერგო ხიდად აქცევს. ჯგუფის 5,000-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმებულიასხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებზე, დაწყებული ნავთობის გადამუშავებითა და ნავთობქიმიკატების წარმოებით, ნედლი ნავთობის გადაზიდვითა და ჭაბურღილების მომსახურებით დადამთავრებული საწვავის სადისტრიბუციო ქსელით შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვის რესპუბლიკა. ჯგუფი ფლობსდა ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასპეტრომიდიას, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ამ ტიპის ობიექტსრეგიონში და რომლის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიულიადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფადგადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომიდია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო რომპეტროლი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს საქართველოში, რომელიც ქსელს უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტებისშესაბამისი საწვავით ამარაგებს.