როგორია გლობალური ტენდენციები და რა მოლოდინებია საქართველოში საწვავის ფასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება - ამ თემაზე „კომერსანტის“ ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრა.
ვახტანგ იობაშვილის თქმით, ვითარება ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილურია და მსგავსი ე.წ არითმიები სანავთობო ბაზარს მუდამ თან ახლავს. რაც შეეხება ფასებს იობაშვილის თქმით, ნავთობის ევროპული ფასები გაცილებით მაღალია და საქართველო ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტებს რუსეთის ტერიტორიიდან 150$-ით ნაკლებ ფასში იღებს.
როგორც იობაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რუსულ ნავთობს ფასისა და ტრანსპორტირების სიიოლის მხრივ ალტერნატივა არ აქვს, შესაბამისად საქართველომ ამ პერიოდით უნდა ისარგებლოს.
„რუსეთი სტაბილური არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნება, ამიტომ უნდა ვისარგებლოთ მანამ, სანამ სტაბილურად გვემსახურება. რუსეთში მოასწრეს გადაიარაღება ომამდე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს აწარმოებენ, ჩვენ „ევრო 5“ შემოგვაქვს რუსეთიდან,“ - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.