„ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე ჩვენი საწარმო გავხსნათ და შემდეგ დავიწყებთ ექსპორტის მიმართულებით მუშაობას“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ უთხრა. მისი თქმით „ჩირიფრუტის“ საწარმო თითქმის დასრულებულია, რემონტიც ჩატარდა და მცირე დეტალებია დარჩენილი.
„წელს ჩვენი პროდუქცია „დუტი ფრიშიც“ შევიტანეთ, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში იყიდება ჩვენი პროდუქცია, თუმცა როდესაც ახალ საწარმოში გადავალთ, ექსპორტის მიმართულებით უფრო ინტენსიურ სამუშაოებს დავიწყებთ.
საწარმო მდებარეობს ნატახტარში, თითქმის ყველაფერი დასრულებულია, რამდენიმე მცირე დეტალია დარჩენილი, შემოდგომაზე საიუბილეო თარიღი გვაქვს 10 წელი გვისრულდება და ძალიან გვინდა, რომ ამ თარიღს საწარმოს გახსნაც დავამთხვიოთ.“ - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.
ჯიქიას თქმით, საწარმოში არსებულ კადრებთან ერთად ადგილობრივი კადრებიც დასაქმდებიან. რაც შეეხება ინვესტიციას, მისი რაოდენობა 600 000 ლარია და სრულიად „ჩირიფრუტის“ რესურსით განხორციელდა.
შეგახსენებთ,რომ შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოას, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა.