"ჩინეთი ისეთი ტიპის ქვეყანაა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, მთავრობებს შორის კავშირებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კარგი სიგნალი ჩინური კომპანიებისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთონ საქართველოში." - ამის შესახებ განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, რომელიც ჩინეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება და ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი ბიზნესს ფორუმს დაესწრო.

"ჩინეთის ბაზარი არის უზარმაზარი და ძალიან ბევრ საშუალებებს იძლევა ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა პროდუქცია გაყიდონ," - აღნიშნა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან.