თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების  დეტალურად გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან - ფერმერებთან, მეწარმეებთან და  ექსპორტიორებთან  შეხვედრები გამართეს.

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებითთხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდარაც ავალდებულებს ბიზნესოპერატორს, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.

დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებსსაწარმოში თხილის გადამუშავების პროცესსსატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებასასევე პროდუქციის დასაწყობებას.

ორდღიან სემინარზე, რომელსაც სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უძღვებოდნენ,  დეტალურად განიხილეს ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილში აფლატოქსინით დაბინძურების კონტროლის მექანიზმები და აფლატოქსინებზე კაკლოვნების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელი ქმედებები.

აფლატოქსინები  (აფლატოქსინი B1, B2, G1 და G2) მიკროსკოპული სოკოების მიერ პროდუცირებული ტოქსინებიარომლებიც ხასიათდება ძლიერი ტოქსიკურობით. აფლატოქსინით ხშირად ბინძურდება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებირაც დაკავშირებულია მოსავლის აღებასარასწორ შენახვასა და ტრანსპორტირებასთან.

თუ სურსათში აფლატოქსინის  შემცველობა აღემატება დასაშვებ რაოდენობას, მისი  გამოყენება აკრძალულია!

https://we.tl/t-mh5U6LxkdI