ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, თუ რომელი კომპანიის მომსახურებას ანიჭებენ უპირატესობას მძღოლები, „რომპეტროლი“ ლიდერობს.
„რომპეტროლს“ გამოკითხულთა 28% (1769 ხმა) ირჩევს.
დანარჩენი კომპანიების რეიტინგი ასეთია:
„ლუკოილი“ -25% - (1581)
„ვისოლი“ - 19% (1175)
„სოკარი“ -15% (942)
„გალფი“ - 13% (789)
ამ დროისთვის გამოკითხვაში 6260-მდე მომხმარებელს აქვს მიღებული მონაწილეობას.