საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველიღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმისსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესისწარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინაპრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტისტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაშიტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი.
„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ისკვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით,სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.
Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.