რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.63 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.70%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.17 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.81%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.06%-ით მეტი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაში 594.4 მლნ ლარი და უცხოურ ვალუტაში 465,4 მლნ ლარი შეადგინა,
მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია, რომელზედაც ეროვნული ვალუტით 76.3 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 340.6 მლნ ლარის სესხი გაიცა.
მესამე ადგილზე კი მრეწველობის სექტორია, კომერციულმა ბანკებმა ამ სექტორზე ეროვნულ ვალუტაში 80.2 მლნ ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 271 მლნ ლარის სესხი გასცეს.