EUGBC-ის გენერალურ მდივანი და დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე, ქვეყანაში არსებული შიდა თუ გარე ვითარების პირობებში საქართველოში $6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიციის პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. „ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა“, - განაცხადა მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე „დე ფაქტო“ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის გავლენას ეხებოდა.

ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით ევროკავშირი სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, სამართლის უზენაესობას (თავისუფალი სასამართლო) და თავისუფალ მედიას. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სწორედ ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული: „არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას“, - ამბობს ის. დიპლომატი ქვეყნის „იზოლაციურ რეჟიმში“ გადასვლის პირობებში მმართველი ძალის მხრიდან საინვესტიციო პროექტების შესრულების ნაწილში გარკვეულ რისკებსაც ხედავს.

„ეს განწყობაზუსტად ისევე აისახება ბიზნესზეროგორც აისახება თითოეულ მოქალაქეზე და საერთაშორისო ინვესტორებზე.

ეჭვი მეპარებარომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდესრადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმითრომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა. თუ არა გაქვს სასამართლოთუ არა გაქვს იმის საფუძველირომ თუნდაც არაბული ინვესტიცია იყოს დაცული... ახლა ეს რა ინვესტიციაა ცალკე საუბრის თემააძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საუბრის თემაასაერთოდ ვისთან გვაქვს საქმერატომ გვაქვს და რა მოგება შეიძლება ნახოს ქართულმა საზოგადოებამ - ეს ცალკე თემაამაგრამ არ არსებობს ინვესტორირომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს ინვესტიციის ჩადებას საქართველოშივინაიდან ის კარგად ხედავსთუ რა იზოლაციურ რეჟიმშია დღეს ქვეყანაიზოლაციურ რეჟიმში მყოფი ქვეყანა კი ნებისმიერ ხელშეკრულებას გააუქმებს თავის სასარგებლოდ და შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი დატოვოს ყოველგვარი მოგების და ამ შემთხვევაში რაღაცა პროექტის შესრულების გარეშეისეთ რთულ და გაურკვეველ ჩიხში ვართრომ მე არ მეგულება დღეს მმართველ პარტიაში ადამიანირომელიც ამ ყველაფრის ახსნას გასაგებად და მართებულად შეძლებსისე არა - დიფსთეითის იდეოლოგიით“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

bm.ge