Apple Inc უიოლ სტრიტის  ისტორიაში უკვე მეორედ გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით iPhone-ის მწარმოებელმა კომპანიამ პარასკევს 2.3%-იანი მოგება მიიღო, რამაც 983 მილიარდი დოლარი შეადგინა და კომპანიის  წლიური კაპიტალი ნახევარი ტრილიონი დოლარით აღემატება უმსხვილეს კომპანიებს.

პარასკევს ვაჭრობისას აქციების ღირებულებამ 09:42 საათისთვის (თბილისის დროით 17:42) დაახლოებით 1,38%-ით გაიზარდა და 192,21 დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც კომპანიის კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Apple იყო პირველი კომპანია, რომლის კაპიტალმა 2022 წლის იანვარში შიდა ვაჭრობის დროს  3 ტრილიონს გადააჭარბა. ეს გვიჩვენებს, რომ ინვესტორები კვლავ მიდრეკილნი არიან აქციების და apple- ის პროდუქტებისა და სერვისების პორტფელის მიმართ.  მაშინ აქციების ღირებულებამ 182,85 დოლარს გადააჭარბა, მოგვიანებით კი ოდნავ - 182,52-მდე შემცირდა, რის შედეგადაც კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.

Apple 1976 წლის 1 აპრილს სტივ ვოზნიაკისა და სტივ ჯობსის მიერ დაარსდა. საწარმოს დასაფინანსებლად ჯობსმა თავისი მანქანა, ვოზნიაკმა კი ძვირადღირებული კალკულატორი გაყიდა.

დღესდღეობით კომპანია iPhone-ის სმარტფონებს, iPad ტაბლეტებს, iMac კომპიუტერებს, MacBook ლეპტოპებსა და სხვა ელექტრონიკასა და გაჯეტებს აწარმოებს. კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ამერიკის ქალაქ კუპერტინოში მდებარეობს, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.