Seal Tech Georgia-ს თანადამფუძნებელმა გუგა კუნჭულიამ „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ალუმინის კონტეინერებზე ჰორეკა სექტორის მხრიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება.

მისივე თქმით, პლასტმასის კონტეინერებთან შედარებით ალუმინის კონტეინერების ღირებულება შედარებით მაღალია, თუმცა ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ალუმინის კონტეინერებზე მოთხოვნა მზარდია. აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია ჰორეკა სექტორისთვის, რადგან სწორედ მათზეა მორგებული აღნიშნული პროდუქტი. შესაბამისად საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა, რადგან პროდუქტი ინოვაციურია, ილუქება თერმულად, არის სამ შრიანი. ასევე არის FDA სერტიფიკატით დამოწმებული.

ისედაც რომ არ აკრძალულიყო პლასტმასა საქართველოში, ეს ისეთი პროდუქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნებოდა სარესტორნო ბიზნესისთვის. რაც შეეხება ფასს, ბუნებრივია, რომ პლასტმასისა და ალუმინი კონტეინერებს შორის განსხვავება არსებობს ღირებულების მხრივ. თვითონ ხარისხშიცაა საკმაოდ დიდი სხვაობა. მაგრამ ჩვენ სანამ რეალიზაციას ჩავუშვებდით, გავაკეთეთ ბაზრის კვლევა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პლასტმასთან თუ არა კრაფტთან მაინც მიგვეახლოვებინა ფასები“. - აცხადებს Seal Tech Georgia-ს თანადამფუძნებელი გუგა კუნჭულია.