ბოლო დღეებში სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოსალტა“-სთვის შექმნილი AI კონტენტ კრეატორიანოეფუძნება კონკრეტული პირის ვიზუალურ მონაცემებს, რომელთანაც კომპანიამ შეწყვეტა ხელშეკრულება და შემდეგ AI მოდელით ჩაანაცვლა.
კომპანიაალტაოფიციალურად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს.

AI კონტენტ კრეატორიანო  შექმნილია პარტნიორი სააგენტოს მიერ, რომელმაც ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ მოდელის შექმნის პროცესში არ გამოყენებულა არც ერთი კონკრეტული პირის ფოტო, სახე, ხმა ან სხვა ბიომეტრიული მონაცემი.
ასევე, „ალტა“-ს მხრიდან არ არსებობს არც ერთი მითითება, ან დავალება, რომ ავატარი დაეფუძნებინათ კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელ გარეგნობაზე, მიმიკასა, თუ ჟესტიკულაციაზე.

ანო“-ს შექმნის მიზანი იყო ქართულ ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოდგენა და არა რეალური ადამიანების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ხელშეკრულების დარღვევის შესახებ დეზინფორმაციას: აღნიშნული პიროვნება არასდროს ყოფილაალტა”-ს თანამშრომელი, ან ბრენდ ამბასადორი. ვიდეორგოლები აღნიშნული პიროვნების მონაწილეობით დამზადებულია სხვა პარტნიორი სააგენტოს მიერ. მასთან კომპანიაალტა”-ს მხრიდან არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა, არ შეწყვეტილა და, შესაბამისად, არც დარღვეულა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ყველა ფაქტი, რომელიც აღწერილია, გადამოწმებულია შესაბამის მხარეებთან და დადასტურებულია ოფიციალური დოკუმენტაციით.

აღნიშნული პირის მიერალტა“-ს მიმართ გავრცელებულმა შეურაცხმყოფელმა და ცილისმწამებლურმა განცხადებებმა მიიღო კამპანიური ხასიათი. გამომდინარე აღნიშნულიდან კომპანიაალტააცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.