ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) წარმოადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრის კალათები.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 48 გუნდი, რომლებიც 12 ჯგუფად იქნება დაყოფილი – თითოში ოთხი ნაკრები.
I კალათა: კანადა, მექსიკა, აშშ, ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია;
II კალათა: ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, ს. კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია;
III კალათა: ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დ’ივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, ა. აფრიკა;
IV კალათა: იორდანია, კაბო ვერდე, განა, კურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის პლეის А გზის გამარჯვებული, ევროპის პლეის B გზის გამარჯვებული, ევროპის პლეის C გზის გამარჯვებული, ევროპის პლეის D გზის გამარჯვებული, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის I გზის გამარჯვებული, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის II გზის გამარჯვებული.
პლეი ოფში გამოყენებული იქნება ბადე ჩოგბურთის ტურნირების სტილში: გუნდები, რომლებსაც პირველი ორი ადგილი უკავიათ ფიფა-ს რეიტინგში (ესპანეთი და არგენტინა), ბადის საპირისპირო ნაწილში მოხვდებიან. იგივე შეეხებათ საფრანგეთსა და ინგლისს, რომლებიც რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილზე არიან. ასე რომ, თუ ეს გუნდები თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილებს დაიკავებენ, ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში, მატჩები – ესპანეთი-არგენტინა და საფრანგეთი-ინგლისი მხოლოდ ფინალში შეიძლება შედგეს.
ფინალური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.