მედია კომპანია „ალმა“ განახლებული ვიზუალური იდენტობითა და განვითარების ახალი ხედვით „ყურადღების ცენტრში“ მოექცა. ბრენდის ახალი ვიზუალური სტილი უფრო თანამედროვე, დინამიკური და მოქნილი გახდა, განვითარების სტრატეგია კი მიზნად ისახავს „ალმას“ პოზიციონირების გაძლიერებას, როგორც ინოვაციური მედია-პლატფორმისა, რომელიც ქალაქის ვიზუალური კომუნიკაციის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

„დღეს ბრენდებისთვის მხოლოდ ხილვადობა აღარ არის საკმარისი - მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია, მისი საჭიროებების გააზრება და მიღებული შედეგების შეფასება. სწორედ ამიტომ, ალმა მიზნად ისახავს, გარე რეკლამის ტრადიციული ფორმატები, ლედ მონიტორების შესაძლებლობები და ინოვაციური გადაწყვეტილებები ერთიან საკომუნიკაციო ეკოსისტემაში გააერთიანოს.

ჩვენი ხედვა მხოლოდ სარეკლამო სივრცეების შეთავაზებით არ შემოიფარგლება. გვინდა, ბიზნესს მედია კომუნიკაციის ეფექტიანად დაგეგმვასა და კამპანიების შედეგების უკეთ შეფასებაში დავეხმაროთ. ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად ცოდნის გაზიარების ახალ პლატფორმებს შევქმნით, ხოლო ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიტიკის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, განვავითარებთ აუდიტორიის შესწავლისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტებს.

ჩვენი მიზანია, მრავალწლიანი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს დავუკავშიროთ, რათა ბრენდებს გარე რეკლამის გამოყენების უფრო გააზრებული, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული შესაძლებლობები შევთავაზოთ“, — აცხადებს გიორგი ტრაპაიძე, „ალმას“ გენერალური დირექტორი.

„ალმა“ საქართველოს სარეკლამო სექტორის წამყვანი კომპანიაა, რომელსაც ბაზარზე საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ბრენდებს რეკლამის განთავსების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს და მედია კომუნიკაციის ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს საქართველოს აეროპორტებში, თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მოსაცდელებზე თუ სხვა ტერიტორიებზე.

„ალმა“ მედია ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე მუდმივად ზრუნავს. კომპანიამ გასულ წელს RSA (Reporting System Alma) სისტემა დანერგა, რომელიც კამპანიების რეკლამის მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შესაძლებლობას ქმნის და ბიზნესს კომუნიკაციის ეფექტიანად დაგეგმვაში ეხმარება.

განახლებული ვიზუალური იდენტობითა და განვითარების ახალი ხედვით, „ალმა“ კიდევ არაერთი სიახლით მოექცევა „ყურადღების ცენტრში“. კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, მალე ის კარგი ამბების მთავარ გამავრცელებლადაც მოგვევლინება და საზოგადოებას მნიშვნელოვან სიახლეებზე, კეთილ ინიციატივებსა და შთამაგონებელ ისტორიებზე ყველაზე შთამბეჭდავად და ეფექტიანად მოუყვება.