სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. ყოველი მეასე მომხმარებელი, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას, onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძენს, საჩუქრად JBL-ის პორტატულ დინამიკს მიიღებს. შეთავაზებით სარგებლობა 2 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი.
„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს. “არ დააგვიანო სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა და მიიღე საჩუქარი” - კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ალდაგი ისეთ უპირატესობებს გთავაზობთ, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას ალდაგის ვებგვერდზე შეიძენს“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1 GB ინტერნეტსა და 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე და სპეციალურ ფასს Sixt-ის ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით.