ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერითა და ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით, ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება Networking Georgia 2025 გაიმართა. ღონისძიება ნეთვორქინგის ხელოვნებაზე იყო დაფუძნებული და წინანდლის მამულში, ასზე მეტ კომპანიასა და პროფესიონალს უმასპინძლა. ფორუმი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისეთ თემებს აერთიანებდა, როგორიცაა ბრენდინგი, ლიდერობა, ხელოვნური ინტელექტი, გუნდის მართვა და პარტნიორობა.

“ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს და ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომელიც მხარს უჭერს ბიზნეს სექტორის განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილები ვიყავით ალდაგი ბიზნესის სახელით და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც სრულად მორგებულია ნეთვორქინგის ხელოვნებას, არის ის, რაც დღეს ბიზნესს ნამდვილად სჭირდება,” - აცხადებენ ალდაგში;

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.