პანამის ჯუნგლებიდან დაწყებული -ვიეტნამის ხმაურიანი ქალაქით დასრულებული, სტატიაში წარმოდგენილი 5ქვეყანა, რომელიც ემიგრანტებს ხელმისაწვდომობის, მეგობრული ცხოვრებისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას სთავაზობს.
თანამედროვეობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისი სამშობლოს გარეთ: მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 3.6% საერთაშორისო მიგრანტად ითვლება.
საზღვარგარეთ გადასვლას როგორც გამოწვევები, ასევე სარგებელიც მოაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის ძირითადი ფაქტორი ემიგრანტებისთვის ფულია.
საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე ადამიანების გლობალურმა საზოგადოება Internations-მა, გამოკითხა 172 ეროვნების 10 000-ზე მეტი ემიგრანტი და ემიგრანტებისთვის ყველაზე კარგი 5 ქვეყანა გამოავლინა.
1. პანამა
საერთო რეიტინგში 46 ქვეყნიდან პირველი ადგილი პანამამ დაიკავა.
ქვეყანამ დაიკავა პირველი ადგილი„საზღვარგარეთ მუშაობისთვის“, მეორე ადგილი „დამკვიდრების სიმარტივესა“ და მესამე ადგილი „ცხოვრების ხარისხსა დაპირადი ფინანსებში“. პანამა პოპულარულია ფრილანსერებში, ციფრულ მომთაბარეებსა და პენსიონერებში.
2. კოლუმბია
კოლუმბიამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანამ განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა პირადი ფინანსების და გადაადგილების სიმარტივის კატეგორიებში. აქ ცხოვრება საკმაოდ იაფი ღირს.
გამოკითხულთაგან, თითქმის ხუთიდან ოთხმა ემიგრანტმა თქვა, რომ კმაყოფილი იყო კოლუმბიაში არსებული ფინანსური მდგომარეობით. გამოკითხულთა 80% თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
3. მექსიკა
მექსიკა მესამე ადგილზეა თავისი განსაკუთრებით მეგობრული კულტურის წყალობით. აქაური ემიგრანტები გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით უფრო ხშირად გრძნობენ თავს კომფორტში და ამბობენ, რომ მათთვის ადვილია კონტაქტების დამყარება.
ამერიკელი ემიგრანტი ლინ პირსი, რომელიც კაბო სან ლუკასში ცხოვრობს, დასძენს, რომ მექსიკა შეიძლება უფრო ხელმისაწვდომიიყოს, ვიდრე ამერიკის უმეტესი ქალაქები.
4. ტაილანდი
ტაილანდმა მეოთხე ადგილი დაიკავა რეიტინგში. ქვეყანას განსაკუთრებით კარგი შედეგები აქვს ბედნიერების და პირადი ფინანსების მხრივ. როგორც გამოკითხულმა ემიგრანტებმა განაცხადეს, აქ დასახლება მათთვის ადვილი იყო და ძალიან მეგობრული ადგილობრივები დახვდნენ.
5. ვიეტნამი
ვიეტნამი ხუთეულში მოხვდა, თუმცა პირადი ფინანსების ინდექსით პირველ და საერთო ბედნიერების რეიტინგში მერვე ადგილზეა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით, ვიეტნამი გამოირჩევა დინამიზმით.
„ცხოვრება აქ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ყველგან სწრაფი ზრდაა და ხალხი წარმოუდგენლად მეგობრული და დამხმარეა“, - ამბობს ბერტა პესიკი, რომელიც ქვეყანაში საცხოვრებლად ინდონეზიიდან გადავიდა.
International-ის ათი საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის ასე გამოიყურება:
1. პანამა
2. კოლუმბია
3. მექსიკა
4. ტაილანდი
5. ვიეტნამი
6. ჩინეთი
7. არაბთა გაერთიანებული საემიროები
8. ინდონეზია
9. ესპანეთი
10. მალაიზია
წყარო: bbc.com bpn.ge