უკრაინა ამჟამად წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და ამ მოცულობის 20 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"მახსოვს, პირველად როდესაც სახელმწიფოს გეგმა საჯაროდ გავახმოვანე - წელიწადში 1 მილიონი დრონის წარმოება. სკეპტიციზმი ყველგან იყო - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ: წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ამ მიზანს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიაღწევს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გამოვიდნენ.