ახლა თითოეულ „თიფს“ შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს.
Yandex Go-ს აპლიკაციის ახალი ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უკეთ დაინახონ ის ადამიანები, ვინც ჩვენი კარის მიღმა, ზარის ხმის შემდეგ, შეკვეთილ საკვებს გვაწვდის. ამიერიდან, როცა საკვების მიტანის მომსახურებით ისარგებლებთ, შეძლებთ გაიგოთ, რაზე ოცნებობს თქვენი კურიერი — იქნებ სწავლის საფასურს აგროვებს?!, ახალ ტელეფონზე ოცნებობს, ოთხფეხა მეგობრებს ეხმარება, დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება ან უბრალოდ ოჯახს ეხმარება.
ეს ფუნქცია ჩვეულებრივ შეკვეთას ერთგვარად ჰუმანურ ელემენტებს მატებს — „თიფი“ მხოლოდ მადლობის ჟესტი აღარ არის, ის პატარა წვლილია კონკრეტული ადამიანის პირად ისტორიაში.
კურიერს შეუძლია თავად მიუთითოს თავისი მიზანი Yandex Pro-ს აპლიკაციაში, მომხმარებელს კი ეცოდინება რომ მისი კეთილი ნებით დატოვებულმა „თიფმა“ თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ დიდი მხარდაჭერით გააძლიერა ის მიზანი და ოცნება, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერასდროს გაიგებდა.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: კურიერი „თიფს“ სრულად მიიღებს — Yandex Go არ აკლებს საკომისიოს.ჩვენ ყველანი სხვა ადამიანების მიზნების შესრულების ნაწილი შეიძება ვიყოთ. იქნებ თქვენს კარს მომდგარი კურიერისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერა იყოს ის ერთი ნაბიჯი რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას უკეთესი მომავლისთვის.
წყარო: kvira.ge