სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს სიახლით დაუბრუნდა და მძღოლებს რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ ავტოდაზღვევაზე, ხელმისაწვდომი დაზღვევის პროდუქტი შესთავაზა.
ალდაგის ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, დაემატა მინიმუმი და სტანდარტული პაკეტები, რომელიც დაზღვევას უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის.
ავტოდაზღვევის სრული პაკეტი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი, მესამე პირის პასუხისმგებლობა, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს.
ახალი პაკეტებით, მომხმარებელს შესაძლელბლობა აქვს თავად განსაზღვროს რომელი რისკის დაზღვევაა პრიორიტეტული და აირჩიოს მისთვის მისაღები ფასი.
მინიმუმ პაკეტი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევისა და ხანძარი/აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანს. სტანდარტული პაკეტის ფარგლებში, კი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი და აფეთქება, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა), სტიქიური მოვლენები (სეტყვა, წყალდიდობა, მეწყერი, ნიადაგის ჩამოშლა, უხვთოვლიანობა, ქარიშხალი). ორივე პაკეტის შემთხვევაში ფრანშიზა 1%, 3% ან 5%-ით განისაზღვრება, რომელსაც მომხმარებელი დაზღვევის შეძენის დროს თავად ირჩევს.
“ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელს ისეთი პროდუქტები შევთავაზოთ, რომლებიც დაზღვევას მეტად კომფორტულს ხდის. ამჯერად სიახლით დავბრუნდით და დაზღვევის ახალი პროდუქტი წარვადგინეთ. პროდუქტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ მომხმარებელს შეუძლია დააზღვიოს ის რისკი, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. აღნიშნული შეთვაზება იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მათზე მორგებული პირობებით, ” - აცხადებენ ალდაგში;