პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და დებატები გარემოსდაცვით საკითხებზე - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით „სიტყვის აკადემიის“ ზამთრის ბანაკმა ახალგაზრდებს კახეთში უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში 9-17 წლის მოზარდები სრულად ჩამოშორდნენ სოციალურ ქსელებს და ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი, მდგრადი მომავლის ჩამოყალიბების მიზნით გაერთიანდნენ.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანიახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისამაღლება იყო - თაობაში, რომელიც ქმნისმომავალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ესბიზნესისთვის აუცილებელი სეგმენტია: ჩვენ ამგარემოში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ოჯახებით, მეგობრებით. თუ ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივეარ ეცოდინებათ ნარჩენების სწორი მართვა, მათშეიძლება უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, გარემოსა და სხვა ადამიანებს. მაგრამ როდესაც მათთავიდანვე იციან, რომ ნარჩენი შეიძლება იქცესბიზნესშესაძლებლობად, ეს ქმნის ახალ, პასუხისმგებლობიან აზროვნებას. ეს კი რეალურიცვლილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

ბანაკის პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას, ისტორიას, კინემატოგრაფიას, ხელოვნებასა და ეკოლოგიას. ბანაკის მონაწილეებს თემის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად სტუმრობდნენ. სპიკერებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, მაია ბარათაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ასევე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დოლიძე.
თამარ დოლიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომისუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისგანყოფილების ხელმძღვანელი: „ბავშვების ცოდნასაკმაოდ მაღალი იყო - ისინი ლოგიკურადპასუხობდნენ კითხვებს გარემოს დაცვაზე, მათშორის ავტომობილების გამონაბოლქვზე, მეორადიზეთების გადაღვრასა და ნარჩენების სეპარირებაზე. ვფიქრობ, კერძო სექტორის წარმომადგენლებიცნობიერების ამაღლების მსგავს ღონისძიებებშიაქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ხელიშევუწყოთ ერთგვარი გარემოსდაცვითი კულტურისჩამოყალიბებას და მომავალმა თაობამ პატარაასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა დაეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არეწინააღმდეგება“.

„თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ბანაკის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსი, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები და საავტომობილო ნარჩენების - საბურავების, აკუმულატორების, ზეთების - სწორი მართვის ტექნოლოგიები. დებატებისა და მსჯელობის შედეგად ახალგაზრდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ეკონომიკურ მოგებას, პირიქით - ერთმანეთს ავსებს და ერთობლივად ქმნის მდგრად, გრძელვადიან წარმატებას. ბანაკის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის შედეგად გაიაზრეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არა მხოლოდ ამცირებს გარემოს დატვირთვას, არამედ ქმნის ახალ შემოსავლის წყაროებს, ამცირებს ხარჯებს ნედლეულის შეძენისას და ზრდის კომპანიის რეპუტაციას ბაზარზე.

ანდრია კიკონიშვილი, „სიტყვის აკადემიის“ დირექტორი: „კომპანიების ამგვარი ჩართულობასაგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებასგვაძლევს, უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი დაპროდუქტიული გავხადოთ მომავალი თაობისპიროვნული ზრდის პერიოდი. „თეგეტა გრინპლანეტის“ მხარდაჭერამ და პროცესში აქტიურმამონაწილეობამ ბანაკი უფრო შინაარსიანი დასაინტერესო გახადა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოიყო, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ინიციატივაგამოიჩინა, რომ მსგავსი პრეზენტაციები მათსკოლებშიც გაიმართოს. ეს სურვილი ნათლადწარმოაჩენს, რომ ბიზნესის ჩართულობა და მსგავსიდიალოგები ცვლილებების სურვილს აღვიძებს დააჩენს ინტერესს, რომ ისინი თავადაც გახდნენგარემოსდაცვითი აქტივობების მონაწილეები“.
„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, უკვე წლებია მუშაობს საავტომობილო ნარჩენების მდგრად მართვაზე, თანამედროვე გადამმუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე საქართველოში. ზამთრის ბანაკის მხარდაჭერითა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.
--
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგში“დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.