სასტუმრო Novotel Tbilisi Center მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება.
გურჯაანის ქუჩა ნომერ 1-ში მდებარე სასტუმროს მმართველი კომპანია ფრანგული Accor-ია. Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა 6 სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town.
„Novotel Tbilisi Center მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში, გადაჰყურებს მას და სამების საკათედრო ტაძარს, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და თანამედროვე თბილისი. სტუმრები ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ფეხით სავალ მანძილზე იქნებიან. Novotel Tbilisi Centre-ს აქვს მარტივი, მაგრამ ლამაზი ინტერიერი, ფართო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე სტილით. ეს არის იდეალური ადგილი საქმიანი და დასასვენებელი მოგზაურებისთვის.
Accor-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყანაში პოზიციებს აძლიერებს. ჯგუფმა გასულ წელს ქვეყანაში ორი სასტუმრო გახსნა და წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ რამდენიმეს გახსნის“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს ფართობი 11000 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც განთავსებული იქნება აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და 800 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.