რომელია 5 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ლუდის მწარმოებელი საწარმო საქართველოში. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ლუდის ტოპ 5 საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

სს არგო

სს ლომისი

შპს ლუდი ბათუმური

სს ქართული ლუდის კომპანია

შპს გლობალ ბიერ ჯორჯია

რაც შეეხება კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტებს, სს „არგოს“ მიერ წარმოებულ ლუდია: „ალუდა“, „ჰოლანდია“, „ჰერცოგი“;

სს ლომისი აწარმოებს ისეთ ლუდებს, როგორიცაა „ქარვა“, „ნატახტარი“, „კასრი“;

შპს „ლუდი ბათუმურის“ მიერ წარმოებული ლუდი იმავე სახელს ატარებს - „ლუდი ბათუმური“;

ს.ს. ქართული ლუდის კომპანია აწარმოებს ლუდის სახეობებს: "ზედაზენი", "ბავარია", "რაგნარი", "სვიანი", "ჰოლსტენი", "ნინკასი", "ჰარპი", "ბელგიური სტანდარტი";

შპს გლობალ ბიერ ჯორჯია კი ლუდებს: „აისი“, „ბერიკა“, „კრუშოვიცი“, „ჰეინეკენი“.