გასულ, 2025 წელს აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაერთი მსხვილი ქონება გაიყიდა. ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების ფასმა 35 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

„კომერსანტი“ გთავაზობთ, 2025 წელს ყველაზე ძვირად გაყიდულ TOP 10 სახელმწიფო ქონებას:

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49/49ა — მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობება - 35,778,188 ლარი;

ქობულეთი, სოფ. კვირიკე — ანდეზიტ-პორფირიტის საბადო  - 31,860,254 ლარი;

თბილისი, ჩიქოვანის ქ. №14 — მიწის ნაკვეთი  - 28,210,000 ლარი;

ახალქალაქი, არაგვა — ვულკანური ღორღის საბადო (214 500 მ³) - 18,501,537 ლარი;

გარდაბანი/რუსთავი — რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კმ, მიწის ნაკვეთები და შენობები  - 15,460,000 ლარი;

ბათუმი — ყოფილი „ბათუმის სატვირთო ეზო“  - 13,615,326 ლარი;

თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქ. №10 — მიწა და შენობები - 7,543,000 ლარი;

ჭიათურა, პერევისა — ბაზალტის საბადო - 7,025,906 ლარი;

თბილისი, ტაბახმელა, გიორგი კვინიტაძის ქ. №22 — მიწა და შენობები  - 6,847,500 ლარი;

გარდაბანი, სოფ. ვაზიანი — სასოფლო-სამეურნეო მიწა  - 6,310,000 ლარი.