2025 წელს, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" სომხეთში გაფართოებას, ხოლო აზერბაიჯანში პირველი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინა ოქროპირიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, "გორგიას" სომხეთის ბაზარზე 1 ფილიალი უკვე აქვს, რომელიც "ანთას" სახელით ოპერირებს.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის ბაზრის ათვისებისთვის კომპანია აქტიურად მუშაობს.
"სომხეთში 3000 კვ.მ ფართობის ფილიალს გავხსნით. მიმდინარე წელს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელოთ, რაც ჩვენი კომპანიის გრძელვადიან ზრდასა და ბაზრის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს", - აცხადებს ნინა ოქროპირიძე.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, ამჟამად, "გორგიას" უცხოეთში ჯამში 2 ფილიალი აქვს. კერძოდ, 1 - ბულგარეთში, ხოლო 1 სომხეთში.
ცნობისთვის, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" საქართველოს მასშტაბით 14 ფილიალს ფლობს.