Gallup World Poll-მა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეიტინგში საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. ორგანიზაციამ მონაცემები Oxford Wellbeing Research Centre-თან, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელსა და სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეაჯამა.
რეიტინგში პირველი ადგილი ტრადიციულად ფინეთმა დაიკავა, მეორეზე დანია, ხოლო მესამეზე ისლანდიაა.
ცნობისთვის, ანგარიში შედგენილია 147 ქვეყნის მცხოვრებლების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვები განიხილავს რამდენიმე ასპექტს: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერის დონე, კორუფცია და სხვა მონაცემები.
ბედნიერების ინდიკატორი იზომება სამი წლის განმავლობაში კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის რეიტინგი შედგენილია 2022-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით.