საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერის ჟანა დოგუზოვას განცხადებით, მომხმარებლებმა ზაფხულის სეზონის დაჯავშნა უკვე დაიწყეს და ამ ეტაპზე, აღნიშნულ პერიოდში სასტუმრო 20% დაჯავშნილია.

როგორც  სასტუმროს მენეჯერი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მათი სტუმრები ძირითადად, რუსეთიდან, ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან არიან.

"ვიმედოვნებთ, რომ ამინდების გამოსვლასთან და პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებასთან ერთად, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და აღნიშნული წინასწარი ჯავშნებიც სწორედ მათგან არის. ზოგადად, ჩვენი მომხმარებლების 50%-ს ადგილობრივი დამსვენებლები წარმოადგენენ, ხოლო 50%-ს უცხოელები", - აცხადებს ჟანა დოგუზოვა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, სასტუმრო დატვირთული არ არის. აღნიშნულის ერთ-ერთ ფაქტორად კი სასტუმროს მენეჯერი, ტურისტულად არააქტიურ სეზონს ასახელებს და გამოთქვამს იმედს, რომ რამდენიმე თვეში სასტუმრო დაიტვირთება.

ცნობისთვის, საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენი" 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი 51 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს. 

bp.ge