გურჯაანის მუნიციპალიტეტის უძველეს, ისტორიულ სოფელ ველისციხეშიმასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპსარსიჯგუფში" შემავალი კომპანია „Studia 21"- ახორციელებს. მეხუთე საუკუნით დათარიღებული ველისციხე ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა დასაუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, სავაჭრო დაკულტურული თვალსაზრისით გამორჩეულ კუთხეს, კახეთის სოფლების დამაკავშირებელგზას წარმოადგენდა.

ისტორიული წარსულის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში სოფელსთავდაპირველი სახე დაკარგული ჰქონდა. კულტურული და ისტორიული მნიშვნელობისარქიტექტურული და ურბანული ობიექტები კი ხშირ შემთხვევაში უფუნქციოდ დარჩენილი, დანგრევის პირას იყო მისული. ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქალაქის ძველი იერსახის აღდგენას, ავთენტიკურობის შენარჩუნებითმისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას გულისხმობს, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებას კი „Studia 21"-ის გუნდი წარმართავს.

რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ველისციხის ცენტრალურიქუჩის კეთილმოწყობა, მიმდებარე სახლების რეკონსტრუქცია, ისტორიული თეატრისპირველი სართულის, შენობის ფასადის, მოედნისა და სოფლის პარკის რეკონსტრუქცია, ასევე საინჟინრო ქსელებისწყლისა და კანალიზაციის სისტემების გამართვა და მუსიკალური სკოლის განახლება. პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისმისაღებად „Studia 21"-ის დამფუძნებელს, არქიტექტორ გია აბულაძეს მივმართეთ, რომელიც ველისციხის მნიშვნელობაზე, პროექტის მიზნებსა და მიმდინარესამუშაოებზე ვრცლად გვესაუბრება.

— ბატონო გია, პირველ რიგში, ვისაუბროთ სოფელ ველისციხის ისტორიულ ღირებულებაზე და პროექტის მიზნებზე, როგორ გაჩნდა ველისციხის რეაბილიტაციის გეგმა?

— სოფელი ველისციხე კახეთის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთი გამორჩეულიცენტრია. ის აღმოსავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე, კახეთის სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ოდითგანვე მნიშვნელოვანსტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა, რომელიც უმთავრესად სავაჭრო ფუნქციით ხასიათდებოდა. ეს ადგილი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც განთქმული იყო ღვინითა და თევზეულით, ისეთი საკვები პროდუქტებით, რაც დანარჩენ რეგიონებში ნაკლებად იშოვებოდა. ამასთანავე, ველისციხე იყო საკმაოდ დიდი ქალაქური ტიპის დასახლება, ოდითგანვე სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელი ადგილი, სადაც კულტურულ-სოციალური პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა. ურთიერთობების კვალი ველისციხეს ახლაც ეტყობა, რაც 135 წლის თეატრალური ტრადიციების არსებობით, უნიკალური ქალაქური განაშენიანებით, უძველესი სახლებით, სახასიათო სარდაფებითადა მარნებით გამოიხატება.

რაც შეეხება პროექტს, 2018-2019 წლებში დამუშავდა და დამტკიცდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საინჟინრო ქსელებს, ტექნიკურ ნაწილებს, გენგეგმისსაკითხებს მოიცავდა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო დეტალი, მაგალითად 200-მდე სახლი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსიმსახურებს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ცენტრალურმა ქუჩამ, რომელსაც ოდითგანვე სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა. სახასიათო სარდაფებმა, ორ-სამსართულიანმა მარნებმა, ქალაქური ტიპის უბნებმა. შეძლება ითქვას, ძალიან საინტერესო ფენებს წავაწყდით, რაც პროექტის გაგრძელებას და დამატებითი, უფრომასშტაბური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. ამიტომ გამოვყავით ველისციხის ცენტრალური ნაწილი და გურჯაანის ადმინისტრაციის, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დავიწყეთ დეტალური პროექტის შედგენა. მალევე გამოცხადდა კონკურსი აღნიშნულ სამუშაოებზე, რომელშიც გავიმარჯვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ველისციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დავიწყეთ. შევადგინეთ გეგმა, კონკრეტული ადგილების დეტალური აღწერა, შეირჩა სარეკონსტრუქციო ობიექტები და დავიწყეთ პროექტზეაქტიური მუშაობა.

— როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის ფარგლებში იგეგმება ველისციხის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, მიმდებარე სახლების, თეატრის, თეატრისმოედნის, პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება. ვისაუბროთ უფრო ვრცლად თითოეულ ნაწილზე, რაიგეგმება და რას ითვალისწინებს თითოეული ქვეპუნქტი?

— ველისციხის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმედამოუკიდებელი პროექტისგან შედგება, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს ახლამუშაობა. თითოეული მათგანი ითვალისწინებს სოფლის ცენტრალური ქუჩის მოპირკეთებას, მიმდებარე სახლების რეკონსტრუქციას, თეატრის შენობის ფასადისა დაშიგა ნაწილის რეკონსტრუქციას, თეატრის მოედნის რეაბილიტაციას, მუსიკალურისკოლისა და პარკის სრულ რეკონსტრუქციას. ამასთან, სოფელში დიდი ხანია არსებობს სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების პრობლემა. ველისციხეში განადგურებული იყო გამწმენდი ნაგებობა, მილების ქსელი კი მხოლოდ სოფლისგარკვეულ ნაწილებამდე აღწევდა. ამიტომ პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა გამწმენდი ნაგებობა და მოეწყო კანალიზაციის ქსელი.

ზოგადად, პროექტირების სტადიაზე ძალიან რთულია რეკონსტრუქციის ყველა ეტაპიზუსტად განსაზღვრო, რადგან მუშაობის პროცესში ბევრი ახალი დეტალი იჩენს თავს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და მოულოდნელად ბევრად ღირებულ დაფარულ შრეებს წავაწყდით. უნდა ითქვას ისიც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს არ შეუძლიაკერძო საკუთრებაში შესვლა, ამიტომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ სახლების ფასადების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფასადის გაკეთება სახურავის, მილებისა თუ კარ-ფანჯრების შეკეთებას განაპირობებს. ამიტომ სარეაბილიტაციო პროცესი ამ ტიპის სამუშაოებსაც მოიცავს.

— ველისციხე დიდი კულტურული ღირებულების მატარებელი სოფელია, ამიტომპროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სიძველის პირვანდელი სახით შენარჩუნებას და მისი ავთენტიკურობის დაცვას. გვიამბეთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? როგორ ხდება სიძველისა და თანამედროვეობის გაერთიანება?

— ველისციხის განვითარების გეგმა ეყრდნობა ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: ტერიტორიის ავთენტიკურობისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებას, რაც სოფლის მთავარ ღირებულებას და დასაცავ ფასეულობას წარმოადგენს და თანამედროვე სივრცის მოწყობას, რომელიც უპასუხებს მცხოვრებლებისა და ტურისტების მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს არა მარტო სოფლის, არამედ მიმდებარე რეგიონის განვითარებას.

ცენტრალური საფეხმავლო ქუჩა, რომლის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრია, თეატრის მოედანთან იწყება და მუსიკალურ სკოლამდე გრძელდება. ქუჩაზე აქტიურადაა განთავსებული სხვადასხვა ფუნქციური ობიექტი და სახლი, რომელთა დიდი ნაწილი დაკეტილი ან ნახევრად დანგრეულია. გვხვდება როგორც 100-130 წლის წინანდელი საცხოვრებლები, ისე გასული საუკუნის ოციანი წლებისა და შედარებით გვიანი, საბჭოთა ნაგებობები.

მაგალითად, საინტერესო იყო მუსიკალური სკოლის პროექტზე მუშაობა. ეს არისორსართულიანი ძალიან ძველი შენობა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მიშენებებისსახით რამდენიმე ოთახი დაემატა. გათბობის არქონისა და გაუსაძლისი პირობებისგამო კი შენობის მხოლოდ რამდენიმე ოთახი იყო ათვისებული.

პროექტის ფარგლებში დაიწყო შენობის სრული რეაბილიტაცია და მიშენებული ნაწილისგანახლება. იატაკის გამოცვლის შემდეგ მის ქვეშ აღმოჩნდა უნიკალური ისტორიულიმარანი ძველი შემორჩენილი ქვევრებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, პროექტისკონცეფციაც აღნიშნული ელემენტისთვის მოგვერგომეორე სართულზე ავიტანეთმუსიკალური სასწავლებელი, პირველ სართულზე კი სახელოვნებო სკოლის მოწყობა იგეგმება. მარნის სივრცე ჩაფიქრებულია საგამოფენო დარბაზად, რაც ვფიქრობ, ძალიანსაინტერესო გამოვა.

ველისციხეში თეატრალური ტრადიციის არსებობას 140 წელზე მეტი ისტორია აქვს. აქსცენისმოყვარეთა წარმოდგენები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშიიმართებოდა. პირველი სპექტაკლი კი 1885 წელს დაიდგა. ფაქტია, თეატრს სოფლისკულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა.

დღეს არსებული თეატრი წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ საბჭოთა ხუთსართულიან შენობას, რომელიც ძალიან დაზიანებულია და საჭიროებსკაპიტალურ რემონტს. უნდა ითქვას ისიც, რომ თეატრის მოედანი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა, თეატრის მშენებლობასთან ერთად. შეიძლება ითქვას, ესარის უზარმაზარი შენობა, რომელსაც საბჭოთა მშენებლობისთვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზი აქვს. პროექტის ფარგლებში მოხერხდა პირველი სართულის, შესასვლელის, პატარა დარბაზის, თოჯინების თეატრის და თავად ფასადის რეკონსტრუქცია. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა თოჯინების თეატრი, რომელსაც უფრო ფუნქციური და კომპაქტური სახე მიეცა, გაკეთდა სპეციალური დამხმარე სათავსები, რაც მანამდე არ არსებობდა და სივრცე სრულად დაკომპლექტდა საჭირო აღჭურვილობით. ასევე, დაახლოებით 1500 ²-ის მქონე სარდაფი ნაგვის განგაიწმინდა და გაცოცხლდა, სადაც მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება. მოწესრიგდა მოედანიც, რომელზედაც უმოქმედო შადრევნები გვხვდებოდა. თითოეული ეტაპი ახლა მუშაობის აქტიურ ფაზაშია.

ძალიან საინტერესო ობიექტია პარკი, რომელიც ძირითადი რეკრეაციული ზონაასოფლისთვის, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ის უფუნქციოდ იყო დარჩენილი.დაგვხვდა გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, გაველურებული მწვანე ნარგავები, მოგვიწია სპეციალური ჯგუფის დაქირავება, რომელმაც ტერიტორია ჯაგებისგანგაწმინდა და ნაგვისგან გაათავისუფლა. პარკში მოეწყო სასეირნო ბილიკები, განსხვავებული კონცეფციით შეიქმნა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალიც, რომელიც განახლებას საჭიროებდა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ძველი კინოთეატრის შენობაზე, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცედ გადაკეთდა. ჩვენ არსებული კონსტრუქცია უცვლელად დავტოვეთ და გავამაგრეთ. შენობა შემინული არაა, ნახევრად ღია სივრცეა, ამიტომ პირველ სართულზე გადახურული სკეიტპარკი მოეწყო, რომელიც პარკში გამოდის, ხოლო მეორე სართულზე სეზონური კაფე იქნება. რაცმთავარია, პარკში დავამონტაჟეთ მზის პანელები, რაც მთელი ტერიტორიის მუდმივად განათების საშუალებას იძლევა. პარკის კონცეფციის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები, ჩვენ გვქონდა შეხვედრები სკოლის უფროსიკლასის მოსწავლეებთანაც და სწორედ მათთან ურთიერთობით ჩამოყალიბდა პარკისპროექტი.

რაც შეეხება სახლებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი მათგანი იმსახურებს კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სამწუხაროდ არ აქვს. ზოგადად, ძეგლზე მუშაობის სპეციფიკა ჩვეულებრივი შენობის რეკონსტრუქციისგანგანსხვავებულია. სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაშიარსებული შენობაც, რადგან ძეგლთან ახლოს მყოფი ობიექტი, ისტორიული დაკულტურული მნიშვნელობის ნაგებობის აღქმას ხელს არ უნდა უშლიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ველისციხეში არცერთ სახლს არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, ჩვენ ეს პრინციპები მაინც გავითვალისწინეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ავთენტიკურობა და პირველადი სახე არ დაგვეკარგა. ჩვენთვის ეს ძალიანმნიშვნელოვანია, უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ თითოეულ დეტალს, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად მოხდეს შენობების რეაბილიტაცია და აღდგენა. იყოსახლები, სადაც ფაქტობრივად ერთი-ორი კედლის დაშლა სრულად მოგვიწია, ხის ნაწილები მთლიანად შეიცვალა, განახლდა აივნები, შესასვლელები, კიბეები, ფანჯრები, გამაგრდა კონსტრუქციები. პირვანდელი იერის დასაბრუნებლად კი ჩვენიდენტური მასალები გამოვიყენეთ, რათა ბუნებრიობა შეგვენარჩუნებინა.

— გარდა ავთენტიკური ხაზის შენარჩუნებისა, პროექტი თანამედროვეტენდენციებს, მდგრადი მშენებლობის და ეკოლოგიურ საკითხებს ითვალისწინებს, ვისაუბროთ ვრცლად, რა კეთდება ამ მიმართულებით?

— აზიის განვითარების ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურ საკითხებსდა პროექტი მდგრადობის, გარემოს უსაფრთხოების, ეკოლოგიური სიჯანსაღის სრულიდაცვით ხორციელდება. პირველ რიგში, ეს გამოიხატება იმით, რომ სოფელსკანალიზაციის და ანტისანიტარიის დიდი პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ უკვემოგვარებულია. კანალიზაციის სისტემები გაყვანილია და სოფლის მიმდებარედმოწყობილია გამწმენდი ნაგებობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭებამოსაპირკეთებელი მასალების ეკოლოგიურობას, დემონტაჟის თუ სამონტაჟოსამუშაოების სწორად წარმართვას.

ასევე, ეკოლოგიურობის საკითხს უკავშირდება ღამურების შემთხვევაც. მიტოვებულითეატრის სხვენსა და სარდაფში ღამურების დიდი ოჯახები ბინადრობდა. ისინიზამთარში იძინებენ, ამიტომ დაველოდეთ ამ სეზონს და სპეციალური მაცივრებითა დადამხმარე ჯგუფის დახმარებით, ღამურები სრულიად უვნებლად გამოვიყვანეთშენობიდან და მცხეთაში გადავასახლეთ. ნაწილმა კი თავად დატოვა ტერიტორია. ესერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი, გარემოსა და ცოცხალი სამყაროს დაცვასემსახურებოდა.

— ამჟამად რა ეტაპზეა პროექტი და როდის იგეგმება მისი დასრულება?

— ამჟამად პროექტი სამუშაოების აქტიურ ფაზაშია. მისი დასრულება რამდენჯერმეგადაიდო, ეს შესაძლოა ჩვენი და დამკვეთის ერთობლივი პასუხისმგებლობაა, რადგანთავიდან ზუსტად ვერ გავთვალეთ პროექტის ვადები. გვსურდა, სწრაფად მიგვეღოშედეგი და მალე დაგვესრულებინა, მაგრამ ასეთი რაღაცები ჩქარა არ კეთდება. ორწელზე მეტია, რაც სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში მუშაობის პარალელურად უამრავი დაფარული ფენა აღმოვაჩინეთ, რომელსაც ძალიან ფაქიზად უნდა გაკეთება. შენობების უმეტესობა პატარაა, ერთ-ორ სართულიანი სახლებია დაშეიძლება მათი გაკეთება მარტივი მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. თითოეულ მათგანს განსხვავებული სახის დაზიანება აქვს მიღებული და ავთენტიკურობისშესანარჩუნებლად ძალიან ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ ეს ხანგრძლივი დართული პროცესია. თუმცა პროექტის უმეტესი ნაწილი საბოლოო ეტაპზეა გადასული. კომუნიკაციები პრაქტიკულად მორჩენილია, სახლების ნაწილი გაკეთებულია, პარკითითქმის დასრულებულია. დასრულების ეტაპზეა თეატრის ნაწილიც, თუმცა ვცდილობთ,პროექტში დავამატოთ თეატრის სრული რეაბილიტაცია და მისი უნიკალური დარბაზიც აღვადგინოთ. ცენტრალური ქუჩის მოკირწყვლა და მოპირკეთება ჯერ არ დაწყებულა, ესპროექტის ბოლო სტადიაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ვცდილობთ, დამატებითი უბნებიმოვიცვათ და ცენტრალური ქუჩის გარდა ჩიხებშიც შევიდეთ. შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა საბოლოო სახისკენ მივდივართ.

— როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი როგორც სოფლის მცხოვრებლებზე, ისე ურბანულ გარემოზე, მის განვითარებასა და ეკონომიკაზე? როგორია თავად ველისციხელების მოლოდინი?

— ველისციხის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან დიდი სტიმულია მცხოვრებლებისთვის. ცხადია, ეს ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ძალიან დიდ როლს შეასრულებს პირველ რიგში სოფლის, შემდეგ კი მიმდებარე დასახლებებისდა, ზოგადად, რეგიონის განვითარებაში. ერთი ქუჩის რეკონსტრუქცია გამოიწვევსველისციხის სხვა უბნების განახლებასაც. სოფელს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ-ჯერობით გამოუყენებელია. მისი განვითარება, ძირითადად, ორ ფაქტორს ეფუძნებაეს არის მეღვინეობა და ტურიზმი, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტიმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და განავითარებს სოფელში სტუმარმასპინძლობის სფეროს. რაც შეეხება მოსახლეობას, თავიდან ადგილობრივები სკეპტიკურადუყურებდნენ ამ პროექტს, მაგრამ როდესაც რეალურად დაინახეს რა კეთდება, უმეტესობამ გაიაზრა პროექტის მნიშვნელობა. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ერთმანეთთან და ვცდილობთ დამატებით გარკვეული რჩევების მიცემასაც, რათა მცხოვრებლებმა ის, რაც კეთდება, ერთიანად შეაფასონ და იფიქრონ განახლებული ინფრასტრუქტურის ფუნქციასა და მათ ექსპლუატაციაზეც, რათა ამ ყველაფერმა რეალური შედეგი მოგვცეს.

— თავად თქვენთვის რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული პროექტი?

— ველისციხის პროექტი ძალიან საინტერესოა და არაერთი ფაქტორით გამოირჩევა. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული პროექტი, არამედ უფრო მეტიაადამიანური ურთიერთობები, კავშირები. ამ პროექტზე მუშაობისას არაერთისაინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანი და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთანმეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას გარდა, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მაინტერესებს ეს ყველაფერი როგორგანვითარდება, რა სახეს მიიღებს. პროექტი თუ იმუშავებს ისე, როგორც ჩაფიქრებულია ან თუნდაც, დაახლოებით, 50%-ით თუ გამართლდა ჩვენი მოლოდინები, მაშინპროცესები მეტასტაზურად გავრცელდება და განვითარების გეგმა მთელს სოფელსა და რეგიონს მოედება, ამიტომ ამას დიდი ინტერესით ველი. ცხადია, მის განხორციელებას დრო სჭირდება, თუმცა მშენებლობა და კულტურულ-სოციალური პროცესებიერთმანეთის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება და ნელ-ნელა ველისციხეში ძალიან საინტერესო გარემო ჩამოყალიბდება, რისი დიდი იმედიც გვაქვს.

um.ge