უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს შეცვლის წინადადება უკვე წარადგინა. მისი თქმით, სვირიდენკოს ახალი თანამდებობა ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა შესაძლოა მან მნიშვნელოვანი მიმართულება უხელმძღვანელოს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობებში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცვლილებები შეეხება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებსაც და მიზნად ისახავს „განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის“ განხორციელებას.
სვირიდენკო პრემიერ-მინისტრად 2025 წლის ივლისში დაინიშნა. ოპოზიციონერი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, ის შესაძლოა აშშ-ში ელჩად დაინიშნოს.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერის შეცვლა პარლამენტის დამტკიცებას და მთავრობის სრულ გადადგომას გულისხმობს.
REUTERS-ის ცნობით, შესაძლო კანდიდატებს შორის სახელდება დენის შმიგალი, მიხაილ ფედოროვი და „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი სერგეი კორეცკი.