ფინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, გუშინ საღამოს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ხოლო დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება, თუმცა სწორი მიმართულებით, ანუ პუტინის მიმართულებით“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვითი ომის წარმოება, ხოლო რუსეთში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.
ბოლოს ფინეთის პრეზიდენტი ტრამპსა და ზელენსკის ერთი კვირის წინ ესაუბრა.