საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 440 ათას ადამიანს მოიცავს. ასეთია 2023 წლის ოფიციალური მონაცემები, 2024 წლის შედეგი კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციები საერთოდ წარმოუდგენელ სურათს ხატავენ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოსახლოების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით სპეკულირება კვლავ აქტუალურია.
ასე მაგალითად, კომპანია "ეისითი” თავისი კვლევით ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლოების 47% აუცილებელი საკვების შეძენა უჭირს, 55%-ისთვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა, ხოლო 41%-ს უჭირს აუცილებელი ტანსაცმლის ყიდვა.
ამასთან, მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს, ხოლო 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.
ამავე კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.
სატელეფონო გამოკითხვა „საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი და ხარჯვის პრიორიტეტები“ ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 3.5%-ს.
თუ კვლევას დავუჯერებთ, აღმოჩნდება, რომ დღესდღეობით თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აუცილებელი საკვების შეძენა უჭირს, რაც სოციოლოგების შეფასებით, ძალიან დიდი ტყუილია.
პროფესორ პაატა აროშიძის განცხადებით, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში განვითარებული ქვეყნის დონის ეკონომიკა არსებობს, მაგრამ არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორიც სურთ რომ წარმოაჩინონ.
"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კვლევის შედეგი რეალობაა. ძალიან გადაჭარბებულია პროცენტული მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სიღარიბეს და სიღატაკეს აქვს თავისი კრიტერიუმები. კვლევის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი კრტერიუმი არის მისი მეთოდოლოგია, თუ როგორ ჩარატდა, რა რაოდენობის ადამიანი გამოიკითხა, რა არეალი იყო მოკვლეული და ა.შ.
ვერ უარვყოფთ იმას, რომ საქართველოში ღარიბ-ღატაკი მოსახლეობაც გვყავს, მაგრამ წარმოუდგენელია იმის თქმა, რომ ყოველ მეორე ადამიანს საკვების შეძენა უჭირს. ფაქტი ის არის, რომ საქართველოში ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც დღეში ვერ ხარჯავს 2 დოლარსაც კი, საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, იქნება 20%-ზე ნაკლები.
თუ რომელიმე ორგანიზაციას სურს, ვინმეს მოაჩვენოს, რომ საქართველოში ღარიბ-ღატაკია მოსალხოების ნახევარი, ეს რეალობას ძალიან აცდენილი იქნება. საერთოდ, ნებისმიერ კვლევას აქვს თავისი მიზანი. ამ კვლევის მიზანი კი, სავარაუდოდ, არის ის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს, საქართველოში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში განვითარებული ქვეყნის დონის ეკონომიკა არსებობს, მაგრამ არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორიც სურთ რომ დაგვანახონ”, - განაცხადა პაატა აროშიძემ..
არის კიდევ უფრო რადიკალური შეფასება. როგორც 'ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, კვლევის ანალიზი მიუთითებს იმას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციის დადგენა, თუ ვინ არიან ისინი. დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევის დამკვეთებისა და შემსრულებლების გამორკვევას. მნიშვნელობა არ აქვს 800 ადამიანს გამოკითხავენ თუ 2000-ს, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ ვისია ორგანიზაცია, ვინ დაუკვეთა კვლევა და ვინ შეასრულა. ამის შემდეგ ნათელი იქნება და მივხდებით, თუ რა მიზანი დევს აღნიშნულ კვლევაში; თუმცა კიდეც რომ არ ვიცოდეთ ზემოთ ნახსენები დეტალები, დასკვნა და კვლევის ანალიზი უკვე მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში ყველა ბედნიერია და ხალხს არ უჭირს. არსებობს ფენა, რომელსაც ნამდვილად უჭირს, მაგრამ თუნდაც სოციალურად დაუცველებიც ვერ მოხვდებოდნენ ამ კვლევაში. ის, რომ აუცილებელი პროდუქტების შეძენა უჭირდეს საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს, ეს არის აბსურდი. ასეთი კვლევის შედეგი შეიძლება რეალური იყოს აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნისთვის.
საქართველოში საერთშარისო კვლევებით, რომელსაც ჩვენ არც კი ვაკეთებს და არც ვუკვეთავთ, არამედ ასრულებს მსოფლიო ბანკი და სხვადასხვა ეკონომიკური ორგანიზაცია, არის მასშტაბური ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ აისახება, მაგრამ აისახება იმდაგვარად, რომ გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად მოსახლეობა უდიდესი შეღავათებით სარგებლობის, რაც გამოიხატება თუნდაც ჯანდაცვის პროგრამებში. ვიცით, რომ ყველა ონკოლოგიური ბავშვი უცხოეთში გაივლის სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობას, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს მას. ეს არის უდიდესი შვება ოჯახებისთვის. ასეთი მიმართულებების გაძლიერებასად და დაფინანსებაზე აისახება ეკონომიკური ზრდა
რა თქმა უნდა არსებობენ ხელმოკლე ოჯახები, მაგრამ ის, რომ საქართველოში ყოველ მეორე მოქალაქეს არ შეუძლია აუცილებელი საკვების შეძენა, არის სიცრუე. ეს კვლევა, როგორც სხვა დანარჩენი, ოპოზიციური სპექტრიდან რაც კეთდება და შემოდის, არის დეზინფორმაციის კიდევ ერთი იარაღი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს სიტუაცია და გამოყენებული იყოს პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების წინააღმდეგ”, - განაცხადა თამარ ჩუბურდანიძემ და დაამატა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ებრძვის სიღარიბეს და ბევრ მათგანს აუცილებელი პროდუქციის შეძენა მართლაც უჭირს, რასაც არაერთი ოფიციალიური სტატისტიკა მოწმობს, მაგრამ 47%-იანი მაჩვენებელი ძალიან გადაჭარბებულია.
წყარო: "რეზონანსი"