მსოფლიოში არაერთი ისეთი მილიარდერი გვინახავს, რომელმაც დიდძალი სიმდიდრის მოპოვება მხოლოდ განქორწინების წყალობით შეძლო.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინება 2021 წელს გაფორმდა, როდესაც ბილ და მელინდა გეითსებმა 27 წლიანი ქორწინების დასრულება გადაწყვიტეს. მსოფლიოს უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციის, The Bill & Melinda Gates Foundation-ის თანადამფუძნებლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 2021 წლის მაისში. გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ მელინდამ 76 მილიარდი დოლარი მიიღო.
მეორე ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინება კი 2019 წელს გაფორმდა, როდესაც უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, ყოფილ ცოლს მაკკენზი ბეზოსს გაშორდა და მას კომპანია Amazon-ის აქციების 4% ოფიციალურად გადასცა, აღნიშნული აქციების ფასი იმ დროისთვის $38 მილიარდს შეადგენდა. მაკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.
ისტორიაში ყველაზე ძვირი განქორწინებების რეიტინგი ასეთია:
