„კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოში მოსახლეობის ნახევარს საფინანსო სექტორის ვალი აქვს.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 95 752 კომერციული ბანკების კლიენტია, 302 148-ს მიკროსაფინანსოს ან სესხის გამცემი სუბიექტის ვალი აქვს, 4 664-ს კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში 1.202 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.619 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 33.6 მლნ ლარს.