Wizz Air-მა განაცხადა ,რომ დუბაის, აბუ-დაბის , ჯედასა და ამანის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია ოთხ ქალაქში ჯამში 12 მარშრუტს დაამატებს და კვირაში 49 რეისს შეასრულებს.
ცნობისთვის , Wizz air-მა აბუ-დაბიში ოპერირება 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა, ხოლო განცხადება ფრენების აღდგენის შესახებ 2026 წლის 9 სექტემბერს გააკეთა.
ამ ეტაპზე ავიაკომპანიას არ დაუკონკრეტებია , რომელი მიმართულებები დაემატება, როდის დაიწყება ფრენები და ოთხ ქალაქზე 49 ყოველკვირეული რეისი როგორ გადანაწილდება.