სინგაპურის პრემიერ-მინისტრის, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსის, ლოურენს ვონგის წლიური ხელფასი 64%-ით გაიზრდება. მისი ხელფასი 1 მილიონ დოლარზე მეტით გაიზრდება, წერს Reuters.

ვონგის ამჟამად წლიური შემოსავალი 1.7 მილიონი აშშ დოლარია (2.2 მილიონი სინგაპურული დოლარი). ზრდის შემდეგ ის 2.8 მილიონს (3.6 მილიონს) მიაღწევს. სინგაპურში ყველა მაღალი რანგის საჯარო მოხელე მაღალ ხელფასს იღებს - ამან კორუფციასთან ბრძოლას უნდა შეუწყოს ხელი.

8 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას ვონგმა განაცხადა, რომ მთავრობის ხელფასების მდგომარეობის შესასწავლად შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ მინისტრების ხელფასების გაზრდაა საჭირო. ადრე ერთი ხელფასი დაახლოებით 870 ათასი დოლარი (1.1 მილიონი სინგაპურის დოლარი) იყო, ახლა კი 1.74 მილიონი (2.2 მილიონი) გახდა. პრემიერ-მინისტრი მინისტრის ხელფასის ორმაგს იღებს.

თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა 15 ოქტომბრიდან დაიწყება. მინისტრები თანდათან მიიღებენ დანამატს, რადგან ეს დამოკიდებული იქნება „კონკრეტულ გარემოებებზე“.

წყარო snob.ru