საავტომობილო კონცერნი Volkswagen-ი 2028 წლის ბოლოსთვის ყველა ბრენდის ხარჯების 20%-ით შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ გერმანული ბიზნეს გამოცემა „Manager Magazin“–ი იტყობინება.
იანვრის შუა რიცხვებში ბერლინში, ავტომწარმოებლის ტოპ მენეჯერებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, VW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმემ და ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა მასშტაბური ხარჯების შემცირების გეგმა წარადგინეს, – აღნიშნავს გამოცემა.
ხარჯების შემცირების პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ VW-მ მდგრადი მოგებიანობა აღიდგინოს ჩინეთში ბიზნესის შესუსტების, აშშ-ის იმპორტზე ტარიფების ზრდისა და გლობალური კონკურენციის გამწვავების პირობებში, – წერს пишет Manager Magazin.