Claude-ის შემქმნელი Anthropic-ის მიერ გუშინ განხორციელებული რეკორდული IPO წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის ღირებულების თითქმის $2 ტრილიონამდე ზრდით ბევრი ადამიანი და ინსტიტუტი გამდიდრდა. Anthropic-ის დამფუძნებლებმა, აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და ადრეულმა ინვესტორებმა გუშინდელი წარმატებული დებიუტით დიდი სარგებელი მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმდიდრე დიდწილად მხოლოდ „ქაღალდზე“ არსებობს და მასზე ვრცელდება ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა აქციების გაყიდვის აკრძალვის პერიოდები და აქციების გადაცემის პირობები, კომპანიის წარმატებით ბევრმა ადამიანმა იხეირა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ადამიანების ქონების ზრდა Anthropic-ის აქციების ფასის ცვალებადობაზეცაა დამოკიდებული. თუმცა მიმდინარე ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში ზრდას გააგრძელებს.
კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Anthropic-ის თითქმის ყველა, 5,600, თანამშრომელი წარმატებული IPO-ს შემდეგ მილიონერი გახდა. მეტიც, SEC-ის დოკუმენტაციის თანახმად, უმრავლესობის ქონება $40 მილიონზე მეტი იქნება, 400 თანამშრომლის ქონების ღირებულება კი $100 მილიონს გადააჭარბებს.
გთავაზობთ ინფორმაციას იმ პირებისა და ფონდების ქონების შესახებ, რომლებიც, მათი აქტივებისა და საჯაროდ ცნობილი როლების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სარგებელს მიიღებენ.