ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მარტა კარტაბია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას კომისიიდან გასვლის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.
კარტაბიას განცხადებით, „აშშ-ის მიერ წევრობაზე უარი კომისიას ართმევს პერსპექტივას და გამოცდილებას“.
მარტა კარტაბიას თქმით, ვენეციის კომისია ეხმარება სახელმწიფოებს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის ღირებულებების დაცვაზე.
როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისია ღიაა, რათა განაახლოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის საერთო ღირებულებების მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.