ვენეციის კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის - „ოქროს ლომი“ - მიენიჭა ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის კინოსურათს „მამა დედა და ძმა“. ფესტივალის გამარჯვებულები შაბათს საღამოს გამოცხადდნენ.

დიდი ჟიურის პრემია „ვერცხლის ლომი“ გადაეცა ტუნისელი რეჟისორის, კაუთერ ბენ ჰანიას „ჰინდ რაჯაბის ხმას“, რომელიც ღაზის სექტორში მოკლული პალესტინელი გოგონას ამბავს მოგვითხრობს.

საუკეთესო დებიუტისთვის ჯილდოთი აღინიშნა ფილმი „მოკლე ზაფხული“. ფილმი გადაიღო რუსეთიდან წასულმა რეჟისორმა ნასტია ქორქიამ. ის მოგვითხრობს პატარა გოგონას ცხოვრების ისტორიას ჩეჩნეთის ომის ფონზე. „ნოვაია გაზეტა ევროპის“ ცნობით, ქორქიამ ჯილდოს მიღებისას ომის საწინააღმდეგო სიტყვა წარმოთქვა. მან გაიხსენა, რომ უკრაინაში ომი 1291 დღეა მიმდინარეობს და ილაპარაკა იმაზე, თუ „როგორ აღწევს რადიაცია ყველაფერში“.

radiotavisupleba.ge