მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიის წამყვანი ონლაინ პლატფორმის, Models.com-ის თანახმად, მაღალანაზღაურებად ტოპ მოდელთა სიას მიეკუთვნება.
ქართველი მოდელი Models.com-ის The Money List-ში High Earners-თა განახლებულ სიაშია. თავად გამოცემა აღნიშნულ კატეგორიას ასე განმარტავს:
"მაღალშემოსავლიანი მოდელები: ეს მოდელები თავიანთ თაობაში მაღალანაზღაურებადები არიან, ისეთი მაღალპროფილური კლიენტებით, როგორებიცაა Victoria's Secret, Zara, H&M და სხვა. ამ სექციაში მოდელები მუდმივად იღებენ დიდი რაოდენობით ლუქბუქებსა და კამპანიებს ფუფუნების, სილამაზის და კომერციული კლიენტებისგან", - ნათქვამია ვებგვერდზე.
პლატფორმაზე მოდელთა ზუსტი შემოსავალი გასაჯაროებული არ არის. მატილდა გვარლიანი რეიტინგში ისეთ ტოპ მოდელებთან ერთად ხვდება, როგორებიც არიან ბარბარა პელვინი, ბიანკა ბალტი, ქენდის სვეინპოლი, ტეილორ ჰილი და სხვები.